სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ტაისონ ფიურის აგენტმა სპენსერ ბრაუნმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა, შესაძლოა, 2026 წელს სამი ბრძოლა ჩაატაროს.
„მე ყველას ვეუბნებოდი, რომ ტაისონი დაბრუნდებოდა – და მან ეს გააკეთა. ისევ შეიყვარა კრივი. ფიურიმ წელი გამოტოვა, მაგრამ 2026 წელს, სავარაუდოდ, სამი ბრძოლის ჩატარებას ვგეგმავთ. ამჯამად, ტაისონი ტაილანდში ვარჯიშობს.
ფიური მზად არის იჩხუბოს ნებისმიერთან. ის რინგზე ფაბიო უორდლის წინააღმდეგაც კი გავა, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ: მას ერთი წელია არ უჩხუბია და თავიდან სჭირდება ბრძოლა, რათა ისევ იგრძნოს რითმი. ვისურვებდი, რომ მისი პირველი ბრძოლა მანჩესტერში გაიმართოს – ეს შინ დაბრუნება იქნებოდა, შემდეგ კი შესაძლებელია სხვა ბრძოლების ჩატარება.
მაჰმუდოვი – ერთ-ერთი ვარიანტია, ვისზეც დღეს ხშირად ლაპარაკობენ. დიახ, ის რეალური კანდიდატია ტაისონისთვის“, – მოჰყავს ბრაუნის სიტყვები პორტალ Ready to Fight.