ტაისონ ფიური - 100 მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჯოშუას დავამარცხებ
ტაისონ ფიური - 100 მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჯოშუას დავამარცხებ

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური (30-0-1, 21KO) დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხებას შეძლებს, მათ შორის, თანამემამულე ენტონი ჯოშუასი (23-1, 21KO).

„100 მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ მის დამარცხებას. 12-წლიანი წაუგებელი კარიერა მაქვს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვარ. დიახ, მე გახლავართ პირველი ადამიანი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ისტორიაში, ვინც ორგზის ჩემპიონი გახდა ბრძოლის წაუგებლად. ეს უჩვეულო მოვლენაა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შევძლებ ნებისმიერის დამარცხებას. რინგზე საკუთარ თავში დარწმუნებული გავდივარ. სწორედ ამიტომაც ვარ მსოფლიოს ჩემპიონი.

ჯოშუას ჩემი სტილი არ მოწონს? შესაძლოა, მართლაც არ ვარ მსოფლიოში ყველაზე მოდური ადამიანი, მაგრამ ჩემი ჩაცმულობა ექსტრავაგანტული და მყვირალაა, როგორც ჩემი პიროვნება. ბოლოს და ბოლოს, ეს არ არის სტილების დაპირისპირება. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი მამაკაცი ეჩხუბება ერთმანეთს დიდებისთვის და საჩემპიონო ქამრებისთვის. ეს ნამდვილად არ არის სტილებისა და მოდის მიმდევარი მამაკაცების ბრძოლა. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ჩაცმულობა უკეთესია და ამ მხრივადაც ვჯობნი ყველას“, – განაცხადა ფიურიმ.

დატოვე კომენტარი