ტაირონ ვუდლი ლეონ ედვარდსთან ბრძოლას დათანხმდა
ტაირონ ვუდლი ლეონ ედვარდსთან ბრძოლას დათანხმდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი ლეონ ედვარდს გამოეხმაურა. ბირმინგემელმა მებრძოლმა ვუდლი საბრძოლველად გამოიძახა. ტაირონმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ედვარდს მიმართა

„შობას გილოცავ ლეონ ედვარდს. ყურადღებით დაუფიქრდი, სანამ ბრძოლაში გამომიწვევ. ახლა კი მე მზად ვარ ბოლო მოგიღო.”

შეგახსენებთ, რომ ტაირონ ვუდლიმ ბოლოს სატიტულო დაპირისპირება კამარუ უსმანთან დათმო. მანამდე კი ამერიკელმა მებრძოლმა ტიტული დარენ ტილის, დემიენ მაიასა და სტეფენ ტომპსონის წინააღმდეგ დაიცვა.

დიდი ალბათობით ვუდლისა და ედვარდსის დაპირისპირება 2020 წლის 21 მარტს, ლონდონში შედგება.