ტაირონ ლუს სჯერა, რომ კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი „კლიპერსში“ ერთად დიდხანს ითამაშებენ (ვიდეო)
კავაი ლეონარდისთვის და პოლ ჯორჯისთვის მიმდინარე სეზონი „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ შემადგენლობაში პირველი იყო. გუნდმა პლეიოფის ნახევარფინალურ ეტაპზე „დენვერთან“ წააგო. ამის გამო ხელმძღვანელობამ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დოკ რივერსი გაათავისუფლა თანამდებობიდან. მის მაგივრად, „კლიპერსში“ ტაირონ ლუ დაინიშნა.
ESPN-თან საუბრისას ლოს ანჯელესური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდისა და ჯორჯის დუეტზე ისაუბრა. „კლიპერსის“ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კავაი და ჯორჯი ერთად დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებენ.
„მე ვფიქრობ, კავაი და პოლი აქ იმისთვის არიან, რომ დიდი ხანი დარჩნენ. მე უბრალოდ ვიცი, რომ მათ სურთ „კლიპერსში“ თამაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩემპიონის ტიტული მოვიგოთ“, – განაცხადა ლუმ ESPN-თან საუბრისას.
A fireside chat with new Clippers Coach Ty Lue – on his couple weeks as the NBA’s most wanted man, his plans to address team chemistry, how long he thinks Kawhi & PG are sticking around, and whether he regrets not taking the Lakers job.
Also: he & I fight over Chauncey Billups 😂 pic.twitter.com/1KxL7OH8Mk— Rachel Nichols (@Rachel__Nichols) October 22, 2020