ტაირონ ლუს კვლავ „კლივლენდის“ მწვრთნელობა სურს
ტაირონ ლუს კვლავ „კლივლენდის“ მწვრთნელობა სურს

ტაირონ ლუმ 2016 წელს „კლივლენდ კავალიერსთან“ ერთად ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელი შეძლო და „გოლდენ სტეიტს“ ჩემპიონობა წაართვა. შეგახსენებთ, რომ „კლივლენდი“ სერიაში 1-3 მარცხდებოდა.

მას შემდეგ, რაც „კავალიერსი“ გუნდის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დატოვა, გუნდის ხელმძღვანელობამ ტაირონ ლუსთან კონტრაქტი მალევე გაწყვიტა. „ათლეტიკთან“ მიცემულ ინტერვიუში ტაირონ ლუმ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს კვლავ გაწვრთნას „კლივლენდი“.

„კლივლენდს დიდი სიამოვნებით კვლავ ვუხელმძღვანელებდი. მე ამ გუნდში დაუვიწყარი წლები მაქვს გატარებული. ბოლოს და ბოლოს მე ჩემპოიონობა მოვიპოვე მათთან ერთად და ეს არასოდეს დამავიწყდება“.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის ტაირონ ლუ ამჟამად „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ დოკ რივერსის ასისტენტად მუშაობს.

დატოვე კომენტარი