ტაირელ მალასია სეზონის დარჩენილ ნაწილს პსვ-ში გაატარებს #1TVSPORT

13:12, 05.02.2025

ნიდერლანდების პსვ-მ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარის წესით ტაირელ მალასია დაიმატა, ხოლო სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

მალასია „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წელს „ფეიენოორდიდან“ გადავიდა, თუმცა ტრავმების გამო დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენა ნიდერლანდების გუნდს 10 მილიონ ევროდ შეეძლება, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი მომავალი ტრანსფერიდან 30 პროცენტს მიიღებს.

ტაირელ მალასიას ნიდერლანდების ნაკრებში ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი