„ტაიმსის“ ინფორმაციით, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის საქმეში გაამართლებენ #1TVSPORT
„ტაიმსის“ ინფორმაციით, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის საქმეში გაამართლებენ #1TVSPORT

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) გაამართლებს „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველს, ლუკას პაკეტას მისი მონაწილეობით საფეხბურთო მატჩებზე ტოტალიზატორში თამაშის საქმეზე, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Times-მა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად მომავალ კვირას გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ელოდა სამუდამო დისკვალიფიკაცია ყვითელი ბარათების შეგნებულად მიღების გამო „ლესტერთან“, „ასტონ ვილასთან“, „ლიდსსა“ და „ბორნმუთთან“ მატჩებში 2022-23 და 2023-24 წლების სეზონში. სწორედ ამ ბრალდებების გამო პაკეტა ვერ გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“. ახლა FA-მ ფეხბურთელს ერთი მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.

გასულ სეზონში ბრაზილიელი ნახევარმცველი 33-ჯერ გავიდა მინდორზე პრემიერლიგის მატჩებში და ოთხი გოლი გაიტანა.