„თაიმსის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრიტანეთში მმართველი კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა ეცემა
„თაიმსის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრიტანეთში მმართველი კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა ეცემა

ბრიტანეთში კონსერვატორების მხარდაჭერა ეცემა, ლეიბორისტები მათ 25 ქულით უსწრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს.

„თაიმსის“ დაკვეთით გლობალური საზოგადოებრივი აზრისა და მონაცემთა კომპანიის (YouGov) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მმართველი კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა ოთხ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის მიზეზად კი გამოცემა ამჟამინდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის უარყოფით შეფასებებსა და მზარდ ინფლაციას ასახელებს.

კვლევის მიხედვით, ბრიტანელი კონსერვატორების მხარდაჭერა დაეცა 22 პროცენტამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ, ხოლო ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ლეიბორისტულ პარტიას ახლა შეუძლია, მიიღოს ხმების 47 პროცენტი. მას მოსდევს ლიბერალ-დემოკრატები და „მწვანეთა პარტია“ 11 პროცენტითა და 8 პროცენტით.

შემცირდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებაც. ის ბრიტანეთის მცხოვრებლების მხოლოდ 15 პროცენტს მიაჩნია წარმატებულად. ეს მაჩვენებელი ოთხი პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირით ადრე. ასევე, მხოლოდ 20 პროცენტი ენდობა რიში სუნაკის ამჟამინდელ მთავრობას ეკონომიკის მართვაში.