„თაიმსი“ (The Times) - ლემპარდი დათანხმდა „ჩელსის“ მწვრთნელობას
„თაიმსი“ (The Times) - ლემპარდი დათანხმდა „ჩელსის“ მწვრთნელობას

„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი დათანხმდა „ჩელსის“ მწვრთნელობას.

16 ივნისს, ლონდონური კლუბის აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი მაურიციო სარი ტურინის „იუვენტუსში“ დაინიშნა. ის მერვე მწვრთნელი იყო რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდში. ლემპარდმა თავის მეგობრებს გაანდო შიში იმის შესახებ, რომ „ჩელსიში“ მუშაობა ასეთ ახალგაზრდა ასაკში გააფუჭებს მის მომავალ სამწვრთნელო კარიერას, მაგრამ გასულ კვირას, 40 წლის ლეგენდას თვით აბრამოვიჩმა დაურეკა. რუსი ბიზნესმენი დაპირდა ლემპარდს, რომ არ დაითხოვს პოსტიდან პირველი ორი სეზონის განმავლობაში.

ლემპარდი საკუთარ შტაბში ადგილს შესთავაზებს დიდიე დროგბას და გუნდის აკადემიის ყოფილ მწვრთნელს ჯოდი მორისს, აგრეთვე, „დერბი ქაუნთიდან“ გადაიბირებს მეკარეების მწვრთნელს შეი გივენს.

გაზეთი „თაიმსი“ (The Times) აზუსტებს, რომ ლემპარდის გადასვლა „დერბიდან“ „ჩელსიში“ იმ თანხით დაიფარება, რომელსაც ლონდონელები სარის „იუვენტუსში“ დანიშვნის სანაცვლოდ მიიღებენ. კლუბში აპირებენ აქცენტი გააკეთონ იჯარიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებზე – ტემი აბრაჰამზე და მეისონ მაუნტზე, აგრეთვე, ინგლისის ნაკრების წევრებზე – კალუმ ჰადსონ-ოდოისა და რუბენ ლოფტუს-ჩიკზე.

„დერბი ქაუნთიმ“ ლემპარდის ხელმძღვანელობით მეექვსე ადგილი დაიკავა ჩემპიონშიფში და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი წააგო „ასტონ ვილასთან“.