„თაიმსი“ - რიში სუნაკის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა
„თაიმსი“ - რიში სუნაკის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, – ამის შესახებ „თაიმსი“ წერს.

გამოკითხვის თანახმად, სუნაკის რეიტინგი, რომელიც „კონსერვატიულ პარტიაში“ ორი თვის წინ +26 პროცენტს შეადგენდა, ბოლო გამოკითხვით, -25 პროცენტამდე დაეცა. ეს მაჩვენებლი მისი პრემიერობის ვადის დაწყებიდან, 2022 წლის შემოდგომიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„კონსერვატიული სახლის“ რედაქტორმა, პოლ გუდმანმა აღწერა სუნაკის რეიტინგი, როგორც „საშინელება“ და აღნიშნა, რომ „მთავრობისთვის ყველა კარგ ამბავს მოჰყვა ცუდი ამბები ბოლო ერთი თვის განმავლობაში“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა „საშინელ ორმოშია“.

როგორც „თაიმსი“ წერს, „კონსერვატიულ“ პარტიას ასევე აქვს დაბალი მხარდაჭერა ამომრჩევლებში მომდევნო საყოველთაო არჩევნებისთვის მზადების ფონზე, რომელიც 2025 წლის იანვრამდე უნდა ჩატარდეს.