„თაიმსი“ - ხუთი ბრიტანელი მინისტრი თანამდებობას დატოვებს
„თაიმსი“ - ხუთი ბრიტანელი მინისტრი თანამდებობას დატოვებს

ბრიტანული „თაიმსის“ ცნობით, ბრექსიტის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო, ბორის ჯონსონის მინისტრთა კაბინეტს ხუთი მინისტრი დატოვებს. ამის მიზეზად ანონიმური წყარო პრემიერ-მინისტრის ახალ სტრატეგიას ასახელებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ითვალისწინებს.

როგორც გამოცემისთვის ცნობილი გახდა, ჯონსონის ასეთი პოზიციის გამო თანამდებობას დატოვებს ჩრდილოეთ ირლანდიის საქმეების მინისტრი ჯულიან სმითი, ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრი ნიკი მორგანი, იუსტიციის მინისტრი რობერტ ბეკლენდი, ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი და გენერალური პროკურორი ულეს ჯეფრი კოქსი.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ პრობლემებია კონსერვატიული პარტიის რიგებში, რომლის დატოვებასაც დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს. ამ შემთხვევაშიც დავის საგანი ბრექსიტია.

დღეს მოქმედი შეთანხმებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.