ტაიმი წააგო მატჩი მოიგო - ბარსელონა ლიდერობას აგრძელებს
ტაიმი წააგო მატჩი მოიგო - ბარსელონა ლიდერობას აგრძელებს

„ბარსელონამ“ გასვლითი მატჩი მოიგო” რეალ სოსიედადთან“. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გოლი 12-ე წუთზე გაუშვა და 63-ე წუთამდე მარცხდებოდა. გათანაბრება ლუის სუარესმა მოახერხა, სამი წუთის შემდეგ კი გამარჯვების გოლი უსმან დემბელემ გაიტანა. „ბარსა“ 12 ქულით ლა ლიგის ლიდერია, „სოსიედადს“ კი ოთხი ქულა აქვს და ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება.
დღის პირველ შეხვედრაშ, სენსაციური ფრე დაფიქსირდა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, სადაც მასპინძელი „ატლეტიკო“ „ეიბართან“ მარცხს გადაურჩა. დიეგო სიმეონეს გუნდს 87-ე წუთზე ენრიხმა გაუტანა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გრიზმანის პასი, შეცლაზე შემოსულმა, 19 წლის – ბორხა მორენომ გამოიყენა, სტუმართა კარში ზუსტად დაარტყა და მადრიდელებს ქულა გადაურჩინა – 1-1. დედაქალაქელებს ოთხ მატჩში მხოლოდ ხუთი ქულა აქვთ „ეიბარი“ კი მომავალ ტურს ოთხი ქულით შეხვდება.
პრიმერადივიზიონშ დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. „ვალენსია“ „ბეტისს“ უმასპინძლებს, დღის ბოლოს კი „სან მამესზე“ მადრიდის „რეალი“ ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება.

დატოვე კომენტარი