ტაიმაუტის ექსკლუზივი | „ვითიბი ბანკი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი აღარ არის #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | „ვითიბი ბანკი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი აღარ არის #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „ვითიბი ბანკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადაცემაში „ტაიმაუტი“ ექსკლუზიურად დაადასტურა.

„უპირველესად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იმ უკრაინულ ოჯახებს, რომლებმაც ამ კონფლიქტის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს. უკრაინაში კონფლიქტის პირველი დღიდან უკრაინისადმი მხარადჭერას მკაფიოდ გამოვხატავთ ფედერაციაც, ფეხბურთელებიც, გუნდებიც, ჩვენი ლეგიონერებიც. მნიშვნელოვანია, კონფლიქტი მალე დამთავრდეს და უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს.

ეს კონფლიქტი ჩვენც შეგვეხო. „ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი იყო. მაგრამ ხუთშაბათიდან დავიწყეთ პროცედურა, რომ ეს კონტრაქტი გაბათილდეს. პირველივე დღიდან ჩვენი გენერალური სპონსორის არც ერთი ბანერი აღარ იყო. მისი ლოგო სტადიონზე მდებარე ბანერებიდანაც ავიღეთ.

ასე რომ, „ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი უკვე აღარ არის – ეს პოზიცია ყველა კლუბმა გაიზიარა. მიხარია, რომ კლუბები ამაში გვერდში დაგვიდგნენ და ეს კონსოლიდაცია მახარებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ვინ იქნება ჩვენი ახალი გენერალური სპონსორი. იმედია, ეს მალე გაირკვევა“, – განაცხადა დავით მუჯირმა.