ტაიმაუტის ექსკლუზივი | ეთერ ლიპარტელიანი - ვეცდები, 2024-ში გამოვასწორო და უფრო კარგად ვიასპარეზო #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ეთერ ლიპარტელიანი - ვეცდები, 2024-ში გამოვასწორო და უფრო კარგად ვიასპარეზო #1TVSPORT

„ოლიმპიურ ტაიმაუტის“ პირდაპირ ეთერში ტოკიოდან ეთერ ლიპარტელიანი ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიო 2020-ზე შესანიშნავად იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში იაპონელ იოშდასთან დამარცხდა.

ეთერ ლიპარტელიანი: „ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ვემზადებოდი, მობილიზებული ვიყავი. ფრანგ მეტოქესთან შემეძლო მოგება და ოლიმპიური საგზურის მოპოვება, მაგრამ, ალბათ ისევ გამოუცდელობას უნდა დავაბრალო ეს ყველაფერი. ვერ შევძელი დროის გაყვანა, ბოლო წამები იყო დარჩენილი და შემდეგ უკვე დამატებითში წავაგე.

სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა, მაგრამ ვეცდები, 2024-ში გამოვასწორო და უფრო კარგად ვიასპარეზო“.