ტაიმაუტის ექსკლუზივი | ანრი მექვაბიშვილი - ვფიქრობ, ამ მოკლე პერიოდში საქართველოს ნაკრების გარშემო ყველა გაერთიანდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის შემეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ანრი მექვაბშვილმა კომენტარი გააკეთა:

„მინდა, სტადიონზე მოსულ გუშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მთელი თამაში არ გაჩერებულან და მხურვალედ გვქომაგობდნენ. ვფიქრობ, ამ მოკლე პერიოდში საქართველო გაერთიანდა ამ ნაკრების გარშემო და ეს მახარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დავმარცხდით და მთელი გუნდი ძალიან დამწუხრებულია.

ბიჭებს, მინდა, მადლობას გადავუხადო, თავდაუზოგავად იბრძოლეს, თუმცა პენალტების სერია ლატარიაა, თამაშის დროს ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა და დავმარცხდით.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს, რა თქმა უნდა, შანსი კიდევ მოგვეცემა. მინდა, ამ გუნდთან ერთად დიდი დრო გავატარო და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.