ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ეროვნული ჩემპიონატები ისეთ სტადიაშია, რომ ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყოს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ეროვნული ჩემპიონატები ისეთ სტადიაშია, რომ ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყოს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა, „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მოთამაშეებს კლიმატის გამო თამაში ისე არ გაუჭირდებათ, როგორც ბევრი ელის.

„ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატი რა დროსაც არ უნდა დანიშნონ, ფეხბურთელი იმისთვისაა, რომ ნებისმიერ დროს უნდა გავიდეს მოედანზე და აჩვენოს კლასი, რადგან ამ ტურნირზე თამაში არის ყველაზე დიდი მოტივაცია, რაც კი შეიძლება ფეხბურთელს ჰქონდეს.

ასეთ დროს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის გამოცდილება არავის გააჩნია, შეიძლება კარგიც იყოს, შესაძლოა, ცუდიც. მაგრამ ახლა ეროვნული ჩემპიონატები ისეთ სტადიაშია, რომ ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყოს.

კლიმატს რაც შეეხება, გადავხედოთ და ვნახავთ, რომ ახლა ყატარში 23 გრადუსია. ამავე დროს, სტადიონებზე ხელოვნური კონდიცირების სისტემები დაამონტაჟეს და ფეხბურთელებს სასურველ პირობებში მოუწევთ მოედანზე გასვლა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც დიდი ტრაგედია არ უნდა იყოს, რომ ამ დროს ითამაშონ ფეხბურთელებმა და აჩვენონ თავისი კლასი“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.