ტაიმაუტი | თემიკო ჭიჭინაძე - ასეთ შეჯიბრებაზე საკუთარ ქვეყანას რომ გულშემატკივრობ, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს #1TVSPORT
ტაიმაუტი | თემიკო ჭიჭინაძე - ასეთ შეჯიბრებაზე საკუთარ ქვეყანას რომ გულშემატკივრობ, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს #1TVSPORT

მსახიობმა თემიკო ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საინტერესო ამბავზე გაამახვილა ყურადღება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გულშემატკივრები დიდი ტურნირზე არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარ ნაკრებს უქომაგებენ.

„ამ გამარჯვებით ერთი მაგარი რამ მოხდა – საქართველოში სხვა ქვეყნის ნაკრებების ქომაგობა დამთავრდა. ადრე სხვას ვგულშემატკივრობდით, რადგან ჩვენი გუნდი იმ დიდ ტურნირზე არ მონაწილეობდა, მაგრამ ახლა ახალმა თაობამ იცის, რომ მას ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც დიდ ტურნირებზე სისტემატურად უნდა მოხვდეს. ასეთ შეჯიბრებაზე საკუთარ ქვეყანას რომ გულშემატკივრობ, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს.

ვინ იცის, რამდენი თაობა ნატრობდა ასეთ წარმატებას, რომელიც ამ ბიჭებმა მოიტანეს. ბავშვები ახლა იტალიას, გერმანიას ან სხვა ქვეყნის ნაკრებს კი არა, საქართველოს ნაკრებს უქომაგებენ“, – განაცხადა თემიკო ჭიჭინაძემ.