ტაიმაუტი | თად მაკფადენი - საქართველოს ნაკრების მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა #1TVSPORT
ტაიმაუტი | თად მაკფადენი - საქართველოს ნაკრების მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა #1TVSPORT

26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მომავალ მატჩებზე და მოსამზადებელ ეტაპზე ილაპარაკა.

„ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, გუნდში ბევრი ახალი სახეა. ზუსტად იგივე ხდებოდა წინა შეკრებაზეც და ახალმა მოთამაშეებმა მნიშვნელოვან ეპიზოდებში გამოიჩინეს თავი, რაც გვაჩვენებს, რომ საქართველოში კალათბურთი და ახალგაზრდა ტალანტები მაღალ დონეზე არიან. პირველმა ვარჯიშმა, როგორც ვთქვი, კარგად ჩაიარა. მანამდე 14-საათიანი ფრენა მქონდა, მაგრამ არაუშავს. ვარჯიშის მერე წავალ სასტუმროში და თამაშამდე დავისვენებ.“

მაკფადენმა უკრაინის ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

„უკრაინა მაღალი და ფიზიკური გუნდია. უნდა ვარბენინოთ და მათ წინააღმდეგ სისწრაფეები გამოვიყენოთ. როგორც უკრაინასთან, ისე ესპანეთთან წინ ნამდვილი ბრძოლა გველის. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩი არაა. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა. როგორც უკვე ვთქვი, ქართველმა ხალხმა სიყვარული უკვე მანახა და მსურს, რომ ეს ყველაფერი მათ ჩემი თამაშით და გამარჯვებებით დავუბრუნო. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ გავალთ პარკეტზე და ყველაფერს გავაკეთებთ.“

პირდაპირ რეპორტაჟს 26 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.