ტაიმაუტი | რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე - მოლაპარაკებას ვაწარმოებთ უმსხვილეს ბრიტანულ მედიაკომპანიასთან #1TVSPORT
ტაიმაუტი | რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე - მოლაპარაკებას ვაწარმოებთ უმსხვილეს ბრიტანულ მედიაკომპანიასთან #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო რაგბის კავშირის ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე. მან კავშირის სტრუქტურასა და მის მომავალზე ილაპარაკა:

„შეიძლება უჩვეულოც იყოს ჩემი ამ პოზიციაზე ხილვა, მაგრამ რაგბში ჩართვა ჩემთვის დიდი პატივი. კავშირის პრეზიდენტს, ბატონ სოსო ტყემალაძეს აქვს მიზანი შეკრას პატარა და თუმცა დინამიური გუნდი, რომელიც საქმიანობას უკვე შეუდგა, გვაქვს რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელიც კავშირის მართვას უფრო ქმედითუნარიანს გახდის.“

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრა:

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უმსხვილეს მედიასაშუალებასთან. მისი ვინაობის გამხელა ჯერ არ შემიძლია, თუმცა გეტყვით, რომ ბრიტანული კომპანიაა, რომლისთვისაც ჩვენი რაგბი საინტერესოა. სასიამოვნოა, რომ ქართული რაგბი უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა – რაც უფრო განმტკიცდება ეს ბრენდი, მით უფრო იოლი იქნება და ინვესტიციების მოზიდვა.“

დატოვე კომენტარი