ტაიმაუტი | ოთარ კიტეიშვილი - აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ოთარ კიტეიშვილი - აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებთ #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში გოლი გაიტანა – ერთი ევროპის ლიგაზე, მეორე კი ავსტრიის ჩემპიონატში.

ტრავმის შემდეგ

ოთარ კიტეიშვილი: „ორი თვეა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თავს კარგად ვგრძნობ და არაფერი აღარ მაწუხებს. სასიამოვნოა, რომ გოლების გატანა დავიწყე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. თუმცა, გარკვეული პერიოდი მაინც მჭირდება, რომ ოპტიმალურ ფორმას დავუბრუნდე.

სამი გოლი ორ კვირაში

ბოლო ორი კვირა წარმატებული გამოდგა და სამი გოლი გავიტანე, მაგრამ გამოვარჩევდი „ფეიონოორდის“ კარში გატანილ გოლს. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ამ გოლის მომენტში როგორი გრძნობაც დაემუფლა, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. ძალიან აღმატებული გრძნობა იყო. ყველა ემოცია, რომელიც ტრავმებით იყო გამოწვეული, ყველა სირთულე, ყველაფერი იმ დროს წამოვიდა და ძალიან ემოციური, ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის.

პლეიოფის იდეალური შანსი

ძალიან მნიშვნელოვანი, რთული თამაში  გველოდება და ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. როცა ჯგუფში სხვა გუნდების ვინაობა გავიგეთ, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი იყო და რთული თამაშები გველოდა. თუმცა, შეგვიძლია პირველი ადგილიდან გასვლა, მეორე ადგილიდან გასვლაც. რთულ დაპირისპირებას ველოდებით დანიაში. ჯგუფიდან გასვლა გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება. იმედია, რომ ამას მოვახერხებთ.

გრაცის „შტურმი“

წლევანდელ სეზონში კარგად გამოვიყურებით ჩემპიონატში, თასზეც და ევროპის ლიგაზეც. რთულია ავსტრიის ჩემპიონატში „ზალცბურგთან“  ჭიდილი, მაგრამ წელს ამას ვახერხებთ. ორი მატჩი ვეთამაშეთ –  ერთში გავიმარჯვეთ, მორე ფრედ დასრულდა. იმედია, რომ გვექნება შანსი, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ჯგუფი, მაგრამ ბოლო პერიოდში დავამტკიცეთ, რომ თამაში ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია და გამარჯვების მოპოვებაც. აუცილებლად ვეცდებით ამ ჯგუფიდან გასვლას და იმის დამტკიცებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვეკუთვნის.

ახალი ლუბი? 

ყოველთვის ვკონცენტრირდები გუნდზე, რომელშიც ვთამაშობ და არ ვფიქრობ სხვა რაღაცეებზე. რა თქმა უნდა, თუ დავიმსახურებ, უკეთეს ჩემპიონატში თამაშს და თუ ტოპ ჩემპიონატიდან დინეტრესება იქნება, ეს ჩემზე მეტად არავის უნდა“.