ტაიმაუტი | ნათია დანელია - რამდენიმე წელიწადში ყველა კლუბი ვალდებული იქნება, ქალთა გუნდი ჰყავდეს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ნათია დანელია - რამდენიმე წელიწადში ყველა კლუბი ვალდებული იქნება, ქალთა გუნდი ჰყავდეს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნათია დანელიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“  ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა არიან. მომდევნო შეხვედრებს ჩვენი ნაკრები ოქტომბერში გამართავს: 27 და 31 ოქტომბერს ლიეტუვას ჯერ – სტუმრად, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

„თურქეთთან ჩვენზე პირველივე წუთებზე გაშვებულმა გოლმა იმოქმედა. ლუქსებურგთან პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ და ფრედ დავასრულეთ. შევეცდებით, შემდეგში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.

ნაკრებში ირის ალტმანის მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, უპირველესად ის, რომ ფეხბურთისადმი სულ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ალტმანი პროფესიონალი მწვრთნელია, ვარჯიშები და ტემპიც სხვაგვარია. მას ვენდობით, რადგან ძალიან გამოცდილია და ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ. იმედია, ერთა ლიგაზე მაქსიმალურ შედეგს მივაღწევთ და ამაში ჯგუფიდან გასვლას ვგულისხმობ.

ქალთა ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაც არსებობს. მე რაც ვიცი, ორ-სამ წელიწადში ყველა ვაჟთა კლუბი ვალდებული იქნება, ქალთა გუნდი ჰყავდეს. ამით საქართველოს ჩემპიონატის დონეც აიწევს და ეროვნული ნაკრებისაც“, – ამბობს ნათია დანელია.