ტაიმაუტი | მერაბ დვალიშვილი - სანამ ჩემი მეგობარი სტერლინგი ჩემპიონი იქნება, ქამრისთვის ბრძოლას არ ვაპირებ #1TVSPORT
ტაიმაუტი | მერაბ დვალიშვილი - სანამ ჩემი მეგობარი სტერლინგი ჩემპიონი იქნება, ქამრისთვის ბრძოლას არ ვაპირებ #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტის“ პირდაპირ ეთერში UFC – ის ქართველი მებრძოლი, რეიტინგის მეექვსე ნომერი მერაბ დვალიშვილი ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა UFC 266-ზე ძლიერი მეტოქე, ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა და რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა.

„თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ, ვარჯიში დავიწყე და ყველაფერი რიგზეა. მორაეშთან ბრძოლა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, რომელიც ჩამიტარებია. შედარებით ყველაზე ძლიერი და გამოცდილი მოწინააღმდეგე მყავდა.  ამ ბრძოლაში ჩემთვის მთავარი მოგება და გამარჯვება იყო.  ეს საინტერესო ბრძოლა დროზე ადრე დავამთავრე და ხალხსაც ძალიან მოეწონა ის დრამა, როცა პირველ რაუნდში ნოკდაუნში ჩავვარდი, მეორე რაუნდში კი შევძელი და დავამარცხე. საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო, მაგრამ ბრძოლისთვის ბოლომდე მზად ვიყავი.  ბრძოლის დაწყებამდე მსაჯთან მივედი და ვუთხარი – „თუ შემთხვევით მომხვდა და დავეცი, მაგრამ არ გავითიშე, ბრძოლა არ შეაჩერო-მეთქი“. და გამოჩნდა კიდეც, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

იმ საღამოს   დენა უაიტს ჰკითხეს – „ალჯეიმან სტერლინგის ტრავმის გამო, პეტრ იანთან ჩხუბი რომ გაუქმდა, მერაბზე თუ იფიქრეთო“. შვიდი წაუგებელი სერია მაქვს და რეიტინგში მეექვსე ადგილზე ასვლის შემდეგ სატიტულო ბრძოლები უფრო ახლოს არის. ამ ეტაპზე ქამარზე პრეტენზია არ მაქვს, რადგან ალჯამაინ სტერლინგი დაბრუნდება და ის გახდება ჩემპიონი. ალჯამაინ სტერლინგი ჩემი მეგობარი და სპრაინგ პარტნიორია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მეგობრები ერთმანეთთან არ იბრძვიან. ქამრისთვის ბრძოლას ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ ამ სპორტში ვაპირებ 10 წელი ყოფნას და UFC -ში ყველა მოგებული ბრძოლა წარმატებაა ჩვენი ქეყნისთვის. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ქამარია, მაგრამ, ჯერჯერობით არა. თუმცა, ბევრი გამარჯვება წინ გველოდება და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“.

მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო ხუთეულის ყველა წარმომადგენელს ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს, ამიტომ, მერაბ დვალიშვილი ფიქრობს, რომ მისი მომდევნო მეტოქე UFC – ის ყოფილი ჩემპიონი ტიჯეი დილაშოუ იქნება, როცა ეს უკანასკნელი ტრავმას მოიშუშებს:

„ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ბრძოლა იქნება და მე ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო“, – თქვა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში შესანიშნავმა ქართველმა სპორტსმენმა, მერაბ დვალიშვილმა.