ტაიმაუტი | მექნება საშუალება, რომ კონდიციები აღვიდგინო - ზივზივაძე ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს #1TVSPORT
ტაიმაუტი | მექნება საშუალება, რომ კონდიციები აღვიდგინო - ზივზივაძე ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიშს მალე განაახლებს.

„ორი კვირის წინ ოპერაცია გავიკეთე მხართან, რადგან ლავიწის ძვალთან იოგები დამიზიანდა. რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს.

ამ ორშაბათიდან ხელის ამოძრავება დავიწყე, რომ ელასტიურობა დაუბრუნდეს, ორ კვირაში კი უნგრეთში ჩავალ და სრულ რეაბილიტაციას დავიწყებ. იანვრის პირველ რიცხვებში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ.

კარგი იქნებოდა, ეს არ მომსვლოდა, მაგრამ რადგან მოხდა, ვფიქრობ, რომ კარგ დროს დაემთხვა — შესვენებაა და მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუნდში რომ დავბრუნდები, მექნება საშუალება, რომ კონდიციები აღვიდგინო“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.