ტაიმაუტი | ლუკა მაისურაძე - ჩემს წონაში კონკურენცია უფრო გამაძლიერებს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლუკა მაისურაძე - ჩემს წონაში კონკურენცია უფრო გამაძლიერებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დღეს სტუმრად იყვნენ ძიუდოში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ახალგაზრდა ძიუდოისტის განცხადებით, იგი საკუთარ წონაში დიდ კონკურენციას მხოლოდ მიესალმება.

წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ მოერგო იგი 90 კგ წონით კატეგორიას – ლუკამ უპასუხა რომ, პირველი ტურნირებისგან განსხვავებით, ამ ევროპის ჩემპიონატზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და შედეგიც სახეზეა. ლუკამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ნაკრები ოჯახივით არის და თითოეულ წევრთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მაისურაძის თქმით, განწყობა ასეთია – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!“

შეგახსენებთ რომ, სოფიაში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირზე მთლიანობაში ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.