#ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტი ვიშრომო
#ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტი ვიშრომო

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გუნდში მის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის ნეიტ ბიორკგრენი არაპნოგროზირებად გადაწყვეტილებებს იღებს და ის ყოველთვის მზად უნდა იყოს სათამაშოდ. შეგახსენებთ, რომ გოგას ბოლო 3 თამაშში „ატლანტასთან“, „ჩიკაგოსთან“ და „მინესოტასთან“ მონაწილეობა არ მიუღია.

„გუნდში ჩემს მდგომარეობაზე საუბარი რთულია, რადგან მართლაც არაპროგნოზირებადია მწვრთნელის გადაწყვეტილებები, მაგრამ მე მზად უნდა ვიყო, როცა თამაშის საშუალება მომეცემა, გავიდე და ვაჩვენო, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ.

სხვა გუნდიდან შემოთავაზებებზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყოველდღე ვივარჯიშო, მოვუმატო, უკეთესი მოთამაშე გავხდე და უფრო კარგი როლი დავიმსახურო ინდიანაში“.

ბითაძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობს, რაც მას უფრო დიდ მოტივაციას აძლევს, რომ უფრო მეტი იშრომოს და არ გაუცრუოს ხალხს იმედები.

ქართველმა კალათბურთელმა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა:

„ბიჭები ვინც ნაკრებში არიან გუნდის გამარჯვებისათვის 100 პროცენტს აკეთებენ და ბოლომდე იხარჯებიან. ეს 4 თამაში ძალიან რთული იყო. სერბეთის ნაკრების დამარცხება ნამდვილად არ არის მარტივი, თითქმის წარმოუდგენელია და ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ბიჭებმა ეს შეძლეს.

ბაბლი“ თბილისში იმართება და რა თქმა უნდა, ორმაგად სასიამოვნო იქნება მოგება. დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გაახარონ ქომაგები და გაგვახარონ ჩვენ, ვისაც თამაში არ გვიწევს და ვერ ვახერხებთ ჩამოსვლას. წარმატება მინდა ვუსურვო მათ, დარწმუნებული ვარ, რომ 100 პროცენტს გააკეთებენ მოედანზე“.