ტაიმაუტი | გიორგი მოისწრაფიშვილი - საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ იქ ფიზიკურად უკეთ არიან მომზადებულნი #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი მოისწრაფიშვილი - საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ იქ ფიზიკურად უკეთ არიან მომზადებულნი #1TVSPORT

რა განსხვავებაა სლოვაკურ და ქართულ საფეხბურთო ჩემპიონატის დონეებს შორის? ფიზიკურ მომზადებაში განსხვავება დიდია? – პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანების ამ კითხვებზე ტრნავას „სპარტაკის“ ნახევარმცველმა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხა.

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ოღონდ სლოვაკეთში ეს ყველაფერი უკეთესადაა შეფუთული, კარგი მინდვრები აქვთ, მეტი ხალხი დადის, უფრო მეტი ყურადღება ექცევა და თამაშების გაშუქებაც მაღალ დონეზე ხდება.

ფიზიკურ მომზადებაში კი დიდი განსხვავებაა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არსებობს და ამ კუთხით საქართველოს ჩემპიონატში ძალიან დაბალი დონეა. ტემპი ძალიან დაბალია. სლოვაკეთში რომ გადავედი თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ თანდათან შევეჩვიე და ახლა ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა გიორგი მოისწრაფიშვილმა.