ტაიმაუტი | გიორგი მამარდაშვილი - თავიდან მთავარ მეკარედ თავს არ ვგრძნობდი, მაგრამ „სოსიედადის“ შემდეგ თავი დავიმკვიდრე #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი მამარდაშვილი - თავიდან მთავარ მეკარედ თავს არ ვგრძნობდი, მაგრამ „სოსიედადის“ შემდეგ თავი დავიმკვიდრე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც გუნდის ახალ მწვრთნელთან, ჯენარო გატუზოსთან საუბრის დეტალები გაამხილა.

„ვალენსიაში წასვლა სარისკო იყო, მაგრამ ოჯახთან და მენეჯერთან ლაპარაკის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე, რადგან ეს თუ არ გამოვიდოდა, 6 თვეში სხვა გუნდი გამოჩნდებოდა და წავიდოდი. მაგრამ ვთამაშობ და ახლა ბედნიერი ვარ.

სილესენი და იუსუფ მუსა იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებიც ადაპტაციაში მეხმარებოდნენ. თავიდან კი ენა არ ვიცოდი. თავიდან მთავარ მეკარედ თავს არ ვგრძნობდი, რადგან სხვა მეკარეები ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ „რეალ სოსიედადის“ შემდეგ თავი დავიმკვიდრე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ სილესენის გვერდით ვარჯიში დიდი სიამოვნება იქნებოდა. მართლაც ასე იყო – მაღალ დონეზე უთამაშია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისგან მართლა ბევრი ვისწავლე და ძალიან დამეხმარა. ვიცოდი, კონკურენცია რთული იქნებოდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ შემიძლია თამაში.

ლა ლიგა ძალიან რთული სათამაშოა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ სათამაშოდ მზად არ ვიყავი. მაგრამ სკამზე რომ დამსვეს, ეს პერიოდი გამოვიყენე, რომ მოვმზადებილიყავი.

ხოსე ბორდალასის წასვლის ზუსტი მიზეზები არ ვიცი. ახლა ჯენარო გატუზო დანიშნეს, რომელიც დამიკავშირდა და მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ. მელოდება, რომ მზადებას დავიწყებთ.“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

დატოვე კომენტარი