ტაიმაუტი | გიორგი გოჩოლეიშვილი - ინგლისთან მოგებაში დიდი როლი განწყობამ ითამაშა #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი გოჩოლეიშვილი - ინგლისთან მოგებაში დიდი როლი განწყობამ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგებულ (3:2) შეხვედრაში ისეთი გოლი გაიტანა, ბევრი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ მან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე ისაუბრა და დეტალები გაიხსენა.

„საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თქმით, ინგლისთან მოგებაში მთავარი როლი ფეხბურთელების განწყობამ ითამაშა.

„ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოგებაში დიდი როლი განწყობამ ითამაშა. ყველა იმ განწყობაზე ვიყავით, რომ ეს მატჩი უნდა მოგვეგო“, -განაცხადა „ტაიმაუტში“ გიორგი გოჩოლეიშვილმა.

მან ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ინგლისთან მოგებულმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ მოგება ყველასთან შეიძლება. ევროპის ჩემპიონატზე ასეთი დონის კლუბები იქნებიან და ვეცდებით, რომ ძალიან კარგი შედეგი დავდოთ“.

გოჩოლეიშვილმა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის მუშოაბაზეც ისაუბრა.

„ჩვენი მწვრთნელი უპირატესობას სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს. კარგი ისაა, რასაც ვარჯიშებზე ვგეგმავთ, მოედანზე თითქმსი ყველაფერი გამოგვდის“.

„საბურთალოს“ წლის აღმოჩენამ უცხოეთში წასვლის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ ჯერ თავი ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გამოიჩინო და შემდეგ შანსი თუ მოგეცემა, უნდა წახვიდე, ევროპულ ტემპს და თამაშს რომ შეეგუო“.

გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს თასის ფინალში „საბურთალოს“ მეტოქე წყალტუბოს „სამგურალზე“ ისაუბრა.

„ეს ძლიერი და მებრძოლი გუნდია, თანაც თასის ფინალში ყველა იბრძვის და რა თქმა უნდა, რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ“.

დატოვე კომენტარი