ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - მგონია, რომ ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატი კარგი გამოცდილება არ იქნება #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - მგონია, რომ ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატი კარგი გამოცდილება არ იქნება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რომელიც დღეს, 19:50 საათზე ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების თამაშით დაიწყება.

„ჩემი აზრია, რომ ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატი კარგი გამოცდილება არ იქნება. იმედია, ვცდები, მაგრამ ამ დროს ფეხბურთელისთვის განსხვავებულ კლიმატურ პირობებზე გადაწყობა ძალიან რთულია, არა მხოლოდ კლიმატზე გადაწყობა, არამედ, ასეთ პირობებში თამაში. არ მინდა ისეთი მსოფლიო ჩემპიონატი ვნახო, სადაც მდორე თამაშები იქნება. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ევროპულ ნაკრებებს გაუჭირდებათ.

აქამდე მსგავსი გამოცდილება არ გვქონია და ჯერ უნდა შევხედოთ, როგორი ჩემპიონატი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ განსხვავებული იქნება ტრადიციული მსოფლიო ჩემპიონატისაგან, თავისი ეშხით, მაყურებლის სიარულითა და ბევრი სხვა ნიუანსით. წინასწარ კი მგონია, რომ ეს კარგი არ იქნება“ – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.