ტაიმაუტი | დუდა სანაძე - უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო #1TVSPORT
ტაიმაუტი | დუდა სანაძე - უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურტელი ნიკა მეტრეველი და დუდა სანაძე, რომელიც ამჯერად გუნდს ვერ ეხმარება.

დუდა სანაძემ საუბარი უკრაინასთან მატჩით დაიწყო:

„ვიცოდით, რომ უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. შესაძლოა, ეს იყოს გადამწყვეტი მატჩი ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის საქმეში. ეს თორნიკემაც იცოდა, მოახერხა და გამონახა დრო და ძალები საქართველოში რომ ჩამოსულიყო.

სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. უკრაინის ჩემპიონატი ძალიან ძლიერი ჩემპიონატია და ვიცოდით, რომ მოთამაშეები კარგი დონის ეყოლებოდათ. ამ ორ წელიწადში უკრაინის ჩემპიონატმა ძალიან მოუმატა და ფაქტი სახეზეა – უცნობი მოთამაშეები ასეთ დონეზე თამაშობენ და ასეთ გამოცდილ მოთამაშეებს წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

რაც შეეხება შეხვედრას, თავიდან მდევრის როლში ვიყავით, მაგრამ მთავარია თამაში მოვიგეთ და ახლა შემდეგ მეტოქეებზე ვფიქრობთ. საშიშროება იყო, რომ მდევრის როლში ვყოფილიყავით, მაგრამ ვიცოდით, რომ დაღლიდან გამოვიდოდით. შერმადინიც არ არის ახალი დაბრუნებული ტრავმიდან, ხოლო თორნიკემ თავი ჩააყენა რისკის ქვეშ შემდეგი თამაშები და თავისი კარიერა.

შერმადინზე, თოკოზე, ბექაზე და მაკფადენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გვეიმედება ამ ბიჭების და პირველ ტაიმში თუ არა მეორე ტაიმში მაინც დადებენ შედეგს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მაკფადენმა თამაში აიღო თავის თავზე, მან აღმოფხვრა შერმადინის ვერჩაგდებული ბურთები და თორნიკეს დაღლის გამო ვერწასული თამაში“.

ნიკა მეტრეველმა ესპანეთთან მატჩზე ილაპარაკა:

„ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა სტატისტიკიდან გამომდინარე, გიორგი შერმადინს, თორნიკე შენგელიასა და თად მაკფადენს ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდათ. ხაზი უნდა გაესვას შენგელიას ფაქტორს, რომელიც ევროლიგის თამაშის შემდეგ ჩამოვიდა და ღამენათევმა საქარველოს უკრაინასთან მოაგებინა.“