#ტაიმაუტი | „დინამოს“ ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე - მაქსიმუმი ყველგან და ყველაფერში
#ტაიმაუტი | „დინამოს“ ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე - მაქსიმუმი ყველგან და ყველაფერში

საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახლდათ, რომელმაც სხვა საინტერესო საკთხებთან ერთად საკუთარ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა.

„ყველგან და ყველაფერში მაქსიმალურ მიზანს ვისახავთ, რა საშუალებაც გვექნება, იმის გათვალისწინებით. იმიტომ, რომ საქმე ეხება „დინამოს“, რომელიც ყოველთვის მაღალი შედეგებისთვის იბრძვის და მუდმივად აქვს საჩემპიონო ამბიცია. ასეთია მოთხოვნა ჩვენი გუნდს მიმართ.

მეც კარგად მესმის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგევლობაა. მიხარია, რადგან ცხოვრება ასეა მოწყობილი – უნდა იბრძოლო, წინ იარო, პასუხისმგებლობაც აიღო, გადალახო. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა.

დავიწყებთ საქართველოს ჩემპიონატით, რომლის პირველი მატჩსაც ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ასეთი ნაბიჯებით ვივლით წინ და ზაფხულში ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც მოვა, რომელსაც სათანადოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ“.