ტაიმაუტი | დავით მუჯირი – სტრატეგიული განვითარების გეგმა დიდწილად შევასრულეთ, გვსურს, საკლუბო დონის ამაღლებაშიც დიდი როლი ვითამაშოთ #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.
„მიზნები, რომლებიც წინა წლებში დავისახეთ, დიდწილად შევასრულეთ. შევხვდით უეფა-ს წარმომადგენლებს და გვინდა, რომ 2026-30 წლებში საკლუბო დონის ამაღლებაშიც დიდი როლი ვითამაშოთ.
უეფა-ს რეიტინგში საქართველოს ადგილი რეალობას არ ასახავს. ვთვლი, რომ უკეთეს ადგილს ვიმსახურებთ და კლუბებთან ერთად ვითარების გამოსწორებას შევძლებთ.
ქართული ფეხბურთის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმა ბევრ სხვა მიმართულებასაც მოიცავს. ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი და ინფრასტრუქტურა რაოდენობრივად გავზარდეთ. ეს მთავრობის, ფედერაციის და ფიფა-სა და უეფა-ს ჩართულობით მოხდა.
ზედიზედ 5 წელიწადი, სხვადასხვა ფორმით, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით წარმოდგენილები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გვსურს, წინსვლა გავაგრძელოთ. სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა სწორედ ამიტომაა საჭირო“.