ტაიმაუტი | ბაჩო ხურციძე - შოტლანდიასთან მატჩამდე ორი ძალიან კარგი ტესტი გვაქვს დაგეგმილი #1TVSPORT
ტაიმაუტი | ბაჩო ხურციძე - შოტლანდიასთან მატჩამდე ორი ძალიან კარგი ტესტი გვაქვს დაგეგმილი #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 17 ივლისს შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთის ნაკრებსაც დაუპირისპირდებიან.

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ტესტ-მატჩებთან დაკავშირებით სიახლეზე ილაპარაკა:

„შოტლანდიასთან მატჩამდე ორი ძალიან კარგი ტესტი გვაქვს დაგეგმილი, მასზე არანაკლები ძალის ნაკრებთან. დღეს ჩვენს მომავალ მეტოქეებს ვერ დავასახელებთ, რადგან მსოფლიო რაგბისგან ამის გაცხადების უფლება ჯერ არ მიგვიღია.

გულშემატკივარი ამ გუნდების ვინაობას ორშაბათს შეიტყობს. დღეს მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ მასშტაბის ტესტები ჯერ არ გვქონია.“

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ ორ, ჯერ უცნობ ნაკრებთან „ბორჯღალოსნები“ სტუმრად ითამაშებენ.