ტაიმაუტი | არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამო“ სწორედ ჩემპიონთა ლიგისკენ მივდივართ #1TVSPORT 
ტაიმაუტი | არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამო“ სწორედ ჩემპიონთა ლიგისკენ მივდივართ #1TVSPORT 

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გუნდის მიზნებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი ორიენტირი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია:

„ბათუმის „დინამოს“ სტარტის შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის არ იყო, რაც გუნდს შეუძლია. ვფიქრობ, რომ გუნდი მოუმატებს და კიდევ უფრო სხვა გუნდი იქნება.

მე „ტაიმაუტთან“ წინა ინტერვიუებშიც ვთქვი და ვიმეორებ – ჩვენი ამოცანა არაა, რომ ერთწლიანი გუნდი ვიყოთ. ჩვენ თანმიმდევრულად წინსვლა გვინდა. იმაში კი ვერავინ შემედავება, რომ ეს გუნდი მიდის წინ და არა – უკან.

ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ სწორედ ამისკენ მივდივართ და მადლობა ბათუმის „დინამოს“ თითოეულ წევრს, ფეხბურთელს, მწვრთნელს, პერსონალს, გულშემატკივარს, რომ მოთმინებით არიან და კლუბი წინ მიიწევს.

მსურს, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც მან ბათუმის „დინამოს“ გამოუცხადა. მოხარული ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა და ჩვენ მის გადმოსვლას მივაღწიეთ“.