ტაიმაუტი | ალექსანდრე იაშვილი - ევრო 2025-ისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნულიდან სასურველ მოთამაშებს დავუთმობთ #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ივნისის სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული გუნდი 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატისთვის სასურველ ფეხბურთელებს დაუთმობს.
„ჯერ მეტოქეს ვერ დავასახელებთ, მაგრამ უკვე მიდის მუშაობა, რომ, ფარერების ნაკრების გარდა, ივნისში მეორე ამხანაგური შეხვედრაც ჩავატაროთ. პარალელურად, ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს შორის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვისაც 21-წლამდელებში თამაშის უფლება აქვს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.
ამ პერიოდში კი ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ. ეს კონკურენციის გასაზრდელად ძალიან მნიშვნელოვანია. ასე იმიტომ გადაწყდა, რომ ვნახეთ, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელებისთვის რამდენად დიდი გამოცდილება იყო“.
ფოტო: Nakrebi.ge