#ტაიმაუტი ახალი სეზონიდან ახალი რუბრიკით - შოთა არველაძე ფერეიდნულ ამბებს იხსენებს

სექტემბრიდან გადაცემა „ტაიმაუტი“ ახალ სეზონს იწყებს. სხვა სიახლეებთან ერთად რეგულარულად შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო ამბავს, რომელსაც მისი მოქმედი გმირები დეტალურად განავრცობენ.

პირველი ასეთი ამბავი ქართველი მწვრთნელების თეირანში სტუმრობას ეხება – 2019 წელს ტაშკენტის „ფახთაქორმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, აზიის ჩემპიონთა თასის მატჩი ირანში გამართა. თამაშის შემდეგ შოთამ ტყუპისცალ აჩიკოსთან და თანაშემწე გოჩა ტყებუჩავასთან ერთად ქართული სიმღერა შეასრულა.

შოთა ფერეიდნულ ემოციებზე და ირანში ვიზიტზე გადაცემა „ტაიმაუტში“ მოგვითხრობს.

 

დატოვე კომენტარი