ტაილანდში სანტა კლაუსის ფორმებში გამოწყობილმა სპილოებმა ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს

18:18, 24.12.2018

ტაილანდში სანტა კლაუსი სპილოებით ჩაანაცვლეს. აუტაიას პროვინციაში საშობაო საჩუქრები სანტა კლაუსის ფორმებში გამოწყობილმა სპილოებმა დაარიგეს.

ხუთმა სპილომ ბავშვებს 500-ზე მეტი სათამაშო და უამრავი ტკბილეული ხორთუმით დაურიგა,
ბოლოს კი, სპილოებმა ბავშვებთან ერთად იცეკვეს.

ტაილანდში მოსახლეობის უმეტესობა ბუდისტია. შობა აქ ოფიციალური დღესასწაული არ არის.

მსგავსი