ტაილანდში კორონავირუსისგან ერთი თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა
ტაილანდში კორონავირუსისგან ერთი თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ტაილანდში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა პაციენტი, ერთი თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბანგკოკის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის თანამშრომლების განცხადებით, ფარმაცევტებთან და სამედიცინო სფეროს სხვა ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ბავშვს ოთხი სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტით უმკურნალებდნენ.

„ბავშვის მკურნალობისთვის გამოყენებული სტრატეგია მისთვის მედიკამენტების 10 დღის განმავლობაში მიცემას გულისხმობდა. ჩვენ მის ჯანმრთელობას ყოველდღიურად ვამოწმებდით და სამი-ხუთი დღის შემდეგ რენტგენმა ეტაპობრივი გამოჯანმრთელების ნიშნები აჩვენა“, – აცხადებს ბანგკოკის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის პედიატრი ვისალ მოოლასარტი.

ამასთან, პედიატრი აღნიშნავს, რომ კორონავირსით ინფიცირებულ ბავშვებში სიმპტომები უფრო მსუბუქია, ვიდრე ზრდასრულებში.

ტაილანდში ​კორონავირუსის სულ 2 826 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 49 ადამიანი.