ტაიგერ ვუდსზე სერიალს გადაიღებენ
ტაიგერ ვუდსზე სერიალს გადაიღებენ

ცნობილი კომპანია „უილჰაუს ენტერტეინმენტი“ (Wheelhouse Entertainment) დაიწყებს სერიალის გადაღებას ცნობილი ამერიკელი გოლფისტის, ტაიგერ ვუდსის შესახებ. ეს ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა.

„უილჰაუს ენტერტეინმენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო ვარსკვლავი ამერიკელის ბიოგრაფიის ეკრანიზების უფლება“, – წერია „ლოს-ანჯელეს თაიმსში“.

ფილმს საფუძვლად დაედება ჯეფ ბენედიქტისა და არმენი კეტეიანის წიგნი-ბესტსელერი ვუდსის შესახებ.
ტაიგერ ვუდსი პროფესიულ გოლფში „მეიჯორ“ ტურნირების 15-გზის გამარჯვებულია. მან კარიერა 1996 წელს დაიწყო და დღემდე უმაღლეს დონეზე გამოდის. 2019 წელს ვუდსმა „მასტერსის“ მოგება მოახერხა.