თაიგერ ვუდსს სასამართლოში უჩივიან
თაიგერ ვუდსს სასამართლოში უჩივიან

ფლორიდას შტატის მაცხოვრებელმა ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი თაიგერ ვუდსი თავდასხმაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა.

სააგენტო AFP იტყობინება, რომ ინციდენტი 2018 წელს, ერთ-ერთი ტურნირისას მოხდა. ბრაიან ბორუსომ სელფის გადაღება მოისურვა ვუდსთან, მაგრამ გოლფისტის ასისტენტმა ხელი უბიძგა. დაზარალებულს პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რის გამოც სამსახური დაკარგა. მან სასამართლოს მიმართა და მოითხოვა 30 ათასი დოლარი მორალური ზარალისთვის.

44 წლის ვუდსი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ გოლფის წესებით, სპორტსმენი პასუხს აგებს ასისტენტის ქმედებაზე.