ტაიგერ ვუდსს გოლფის დიდების დარბაზში შეიყვანენ
ტაიგერ ვუდსს გოლფის დიდების დარბაზში შეიყვანენ

ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი მსოფლიო გოლფის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ხუთშაბათს, 12 მარტს გახდა ცნობილი, რომ სპეციალური კომიტეტის წევრთა მინიმუმ 75-მა პროცენტმა მისცა ხმას იმას, რომ „მეიჯორების“ 15-გზის ჩემპიონი დიდების დარბაზში შეეყვანათ. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 50-დან 45 წლამდე დაწიეს. ვუდსს დეკემბერში შეუსრულდება 45 წელი.

„ჩემთვის დიდი პატივია გოლფის დიდების დარბაზში მოხვედრა. ძალიან გახარებული ვარ ამგვარი გადაწყვეტილების გამო. გასული წელი ჩემთვის შთამბეჭდავი იყო. უდიდესი მხარდაჭერა მქონდა ოჯახისგან, მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან. შედეგები, რომელსაც მივაღწიე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რომ არასოდეს არ უნდა დანებდე და ყოველთვის მეტისთვის იბრძოლო“, – განაცხადა ვუდსმა.