ტაიგერ ვუდსმა თებერვალში მომხდარი ავარიისას ორჯერ გადააჭარბა დაშვებულ სიჩქარეს #1TVSPORT
ტაიგერ ვუდსმა თებერვალში მომხდარი ავარიისას ორჯერ გადააჭარბა დაშვებულ სიჩქარეს #1TVSPORT

ლოს ანჯელესის პოლიციის შერიფმა ალექს ვილანუევამ გამოაცხადა ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტის ტაიგერ ვუდსის ავტოავარიის მიზეზი. ინციდენტი 23 თებერვალს მოხდა და ავარია სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.

ტაიგერ ვუდსმა ლოს ანჯელესის მახლობლად, გზის რთულ მონაკვეთზე დაკარგა ავტომობილზე კონტროლი. მანქანა გზიდან გადავიდა, საგზაო ნიშანსა და ხეს დაეჯახა და გადატრიალდა. ინციდენტის ადგილას მისულმა მაშველებმა 45 წლის გოლფისტი სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით ამოიყვანეს ავტომობილიდან. მრავალრიცხოვანი ტრავმებითა და ფეხის მოტეხილობით ვუდსი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ლოს ანჯელესის პოლიციაში განაცხადეს, რომ ვუდსი მოძრაობდა საათში 135 კილომეტრი სიჩქარით, არადა, გზის იმ მონაკვეთზე დაშვებული სიჩქარეა 72 კმ/სთ.