ტაიგერ ვუდსმა სენსაციურად მოიგო მასტერსი
ტაიგერ ვუდსმა სენსაციურად მოიგო მასტერსი

ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი ოგასტაში (აშშ) მასტერსის გამარჯვებული გახდა. ეს იყო 2008 წლის შემდეგ ვუდსის მიერ მოგებული პირველი მეიჯორი.

ფინალური რაუნდის შუაში იტალიელი ფრანჩესკო მოლინარი ერთპიროვნული ლიდერი იყო და სამქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ წყალში ჩაუვარდა ბურთი და მეხუთე ადგილამდე დაეშვა.

ვუდსისთვის ეს იყო მე-15 ტიტული დიდი სლემის ტურნირებზე. ბოლოჯერ ვუდსს მეიჯორებზე 3955 დღის წინ ჰქონდა მოგებული – 2008 წლის აშშ-ის ღიაზე. მეიჯორებზე მოპოვებული ტიტულით ის ჩამორჩება მხოლოდ ჯეკ ნიკლაუსს, რომელსაც 18 ტიტული მოუგია.

2017 წელს ტაიგერ ვუდსი მხოლოდ 1199-ე იყო მსოფლიოს რეიტინგში. ბოლო რამდენიმე სეზონი ამერიკელი იშვიათად თამაშობდა ტურნირებზე მრავალრიცხოვანი ტრავმებისა და ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. დღეს კი 43 წლის ვუდსი მე-12 ადგილზეა გოლფისტთა პროფესიული ასოციაციის (PGA) კლასიფიკაციაში.

ამერიკელმა ამ მოგებისთვის 1.6 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.