ტაიგერ ვუდსმა ნახევარი საუკუნის რეკორდი გაიმეორა
ტაიგერ ვუდსმა ნახევარი საუკუნის რეკორდი გაიმეორა

ლეგენდარული გოლფისტი ტაიგერ ვუდსი გაუთანაბრდა სემ სნიდის პროფესიულ ტურში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. 43 წლის ამერიკელმა რიგით 82-ე ტურნირზე გაიმარჯვა. ეს მოხდა იაპონიაში PGA Tour-ის ერთ-ერთი ჩემპიონატზე.

სნიდი 1934-1987 წლებში გამოდიოდა და მის ანგარიშზე იყო 82 ტიტული. აქედან შვიდი გამარჯვება „მეიჯორის“ ჩემპიონატებზე მოდიოდა. თავისი 82-ე ტურნირი სნიდმა 1965 წელს მოიგო. ის 2002 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვუდსის ანგარიშზე 15 მოგებაა „დიდი სლემის“ ტურნირებზე. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ჯეკ ნიკლაუსს ჩამორჩება, რომელსაც კარიერაში 18 „მეიჯორი“ მოუგია.