ტაიგერ ვუდსმა მემუარები დაწერა
ტაიგერ ვუდსმა მემუარები დაწერა

ამერიკელმა ტაიგერ ვუდსმა გამოაცხადა, რომ მალე გაყიდვაში გამოვა მისი მემუარები. წიგნმა მიიღო სახელწოდება – Back, რომელიც შეიძლება რამდენიმენაირად გადაითარგმნოს: „დაბრუნება“, „უკან“ ან „ზურგი“. შეგახსენებთ, რომ 2014-2017 წლებში ვუდსმა ზურგზე ოთხი ოპერაცია გადაიტანა, რის გამო თითქმის არ თამაშობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

„ყურადღების ცენტრში ვიყავი საკმაოდ დიდი ხანი. ჩემ შესახებ წერდნენ სტატიებსა და წიგნებს, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს. ამ ნაწარმოებთა უმეტეს ნაწილში არის შეცდომები, სპეკულაციები და არაზუსტი ფაქტები. ეს წიგნი საშუალებას მაძლევს მოგიყვეთ ჩემი ისტორია. იგი ასახავს ჩემს აზრებსა და გრძნობებს. მასში თქვენ შეიძლება გაიგოთ, რა შეგრძნება მქონდა ჩემი ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში. დიდი ხანი ვმუშაობდი მემუარების შექმნაზე. დღეს მოუთმენლად ველოდები წიგნის გაგრძელების შესაძლებლობას. მე მინდა დავწერო ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც ხალხს მოუნდება“, – წერია ვუდსის განცხადებაში.