ტაიგერ ვუდსმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო
ATLANTA, GA - SEPTEMBER 23: Tiger Woods of the United States plays his shot from the 11th tee during the final round of the TOUR Championship at East Lake Golf Club on September 23, 2018 in Atlanta, Georgia. (Photo by Sam Greenwood/Getty Images)
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა ამერიკის ქალაქ ატლანტაში PGA Tour-ის 9-მილიონიანი ტურნირი მოიგო. 2013 წლის შემდეგ, პროფესიულ ტურში ეს გამარჯვება მისთვის პირველი იყო.
ტაიგერმა ტურნირი -11-ით დაასრულა, ანუ 18 ორმოს გავლას, ჯამში 11-ით ნაკლები დარტყმა მოანდომა.
ეს გამარჯვება საიუბილეო – რიგით მე-80 იყო ვუდსისთვის. სემ სნიდის რეკორდამდე ამერიკელს ორი ტურნირის მოგება აკლია.