ტაიგერ ვუდსი - ტოკიოს ოლიმპიადაზე აუცილებლად გამოვალ
ტაიგერ ვუდსი - ტოკიოს ოლიმპიადაზე აუცილებლად გამოვალ

ლეგენდარულ ამერიკელ გოლფისტ ტაიგერ ვუდსს 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი.

„არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ვფიქრობ, ნაკრებში მოხვედრის მცირე შანსი მაქვს, მაგრამ თუ გამომივა, აუცილებლად ვიასპარეზებ ტოკიოში“, – განაცხადა 43 წლის ვუდსმა იაპონურ პორტალ NHK-სთან საუბრისას.

გოლფი 1900 და 1904 წლების ოლიმპიადების პროგრამაში იყო შეტანილი.

ტაიგერ ვუდსმა ცოტა ხნის წინ მასტერსის ტურნირი მოიგო, რაც მისი მე-15 გამარჯვება იყო მეიჯორის სერიის ჩემპიონატებში.