ტაეკვანდო | ზუკა კინწურაშვილი 2023 წლის ევროპის ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ტაეკვანდო | ზუკა კინწურაშვილი 2023 წლის ევროპის ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

პოლონეთში წელს ევროპის ზაფხულის ოლიმპიადა გაიმართება. ტაეკვონდოს ევროპის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებიც პოლონეთის 2023 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

რჩეულთა შორის ქართველი ტაეკვანდოისტი ზუკა კინწურაშვილია, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

აღსანიშნავია, რომ ზუკა კინწურაშვილი ერთხელ უკვე იყო ოლიმპიადის მონაწილე – ქართველი ტაეკვანდოისტი 2018 წელს ბუენოს აირესის მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გამოვიდა.

2023 წლის ევროპის ოლიმპიადაზე საგზურების გათამაშება გრძელდება და შესაძლოა, მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოდან კიდევ რამდენიმე ტაეკვანდოისტი ვიხილოთ.