ტადიჩის აზრით „აიაქსმა“ ცუდი მატჩი ჩაატარა
NICOSIA, CYPRUS - AUGUST 20: Dusan Tadic of Ajax during the UEFA Champions League match between Apoel Nicosia v Ajax at the GSP Stadium on August 20, 2019 in Nicosia Cyprus (Photo by Erwin Spek/Soccrates/Getty Images)
ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი დუშან ტადიჩი თლის, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში „აპოელთან“ (0:0) ცუდად ითამაშა.
„ჩვენ ვერ ვანახეთ კარგი ფეხბურთი. ძალიან გაგვიჭირდა, ბურთს ადვილად ვკარგავდით. საპასუხო მატჩისთვის მომატება გვმართებს. ვფიქრობ, რომ „აპოელი“ დაცვაში კვლავ საიმედოდ ითამაშებს. „აიაქსი“ მეორე შეხვედრაში უკეთესი იქნება“, – ციტირებს ტადიჩს უეფას ოფიციალური გვერდი.
ამ კლუბებს შორის განმეორებითი მატჩი ამსტერდამში, 28 აგვისტოს გაიმართება.