თად მაკფადენი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პირველი ტურის სიმბლურ ხუთეულში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თად მაკფადენი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მაკფადენმა ძალიან მაგრად დაიწყო უკრაინასთან მატჩი და უკვე სასტარტო მეოთხედში 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოო ჯამში, მან 27 ქულა მიითვალა და აქტივში 9 პასიც ჰქონდა“, – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

მაკფადენთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში არიან: მილოშ ტეოდოშიჩი (სერბეთი), ტედი ოკერიფრი (დიდი ბრიტანეთი), ოსვალდას ოლისევიჩუსი (ლიეტუვა), არტიომ პარახუსკი (ბელარუსი).